ინიციატივა ცვლილებებისათვის

  • a1346463-6e28-40ed-872b-194f82771dbe.jpg
  • 6180fdd3-1cfb-4c27-90c8-54eb3e31416b.jpg

2016 წლის 2 აპრილს იმერეთის რეგიონში ქ. ქუთაისში მე-17 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ჩატარდა პუბლიკაციის "ინიციატივა ცვლილებებისთვის" პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა პროექტის "თანამშრომლობა ძლიერი სოფლისთვის" ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდა არა მარტო იმერეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგები ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ რაჭალეჩხუმი ქვემო სვანეთის სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.წიგნზე თავად ავტორმა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელმა, ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრა. მან პედაგოგებს გააცნო წიგნში წარმოდგენილი მასალები, რომლებიც ასახავდა საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გარშემო არსებულ თემის გაერთიანების და სამოქალაქო მობილიზების არაერთ მაგალითს. შეხვედრის ბოლოს ყველა პედაგოგს გადაეცა აღნიშნული პუბლიკაცია.
პროექტს "თანამშრომლობა ძლიერი სოფლისთვის" ახორციელებს სათემო განვითარების ცენტრი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" ფინანსური მხარდაჭერით.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად პროექტის პარტნიორები არიან: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი. შეხვედრას 70 -ზე მეტი პედაგოგი დაესწრო.