ინიციატივა ცვლილებებისათვის

  • d5c1e62d-af5c-4433-be64-94dcebd9633f.jpg
  • 486acb6a-1e43-42f0-b009-3901af60f661.jpg
  • c2f792cd-6229-430c-bd01-b9a2ba06078b.jpg
  • 35a923b7-439f-489f-9031-47060f9a65f9.jpg
  • db7c7cda-ad49-44f7-8e0f-f31cd82dd5c3.jpg

25 მაისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, პროექტის „თანამშრომლობა ძლიერი სოფლისათვის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა მოსწავლეებთან, რომლის მიზანს პუბლიკაციის „ინიციატივა ცვლილებისათვის“ პრეზენტაცია წარმოადგენდა. შეხვედრას წარმართავდნენ ორგანიზაციების საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და თანამედროვე ხელოვნებისც ცენტრი - თბილისის წარმომადგენლები და მკვლევარები ირაკლი ხვადაგიანი და დიანა კაკაშვილი. მათ მონაწილეებს გააცნეს წიგნში წარმოდგენილი მასალები, რომლებშიც ასახულია მაგალითები, საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გარშემო თემის გაერთიანებისა და სამოქალაქო მობილიზების შესახებს. ასევე ბავშვები გაეცნეს კვლევის სპეციფიკასა და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების გზებს.

შეხვედრა ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრში ჩატარდა და მას 72 მოსწავლე და 5 მასწავლებელი ესწრებოდა თბილისის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის სკოლებიდან. მათ საჩუქრად მიიღეს პუბლიკაცია „ინიციატივა ცვლილებისათვის“.

პროექტი ხორციელდება სათემო განვითარების ცენტრის (CDC) მიერ, ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო"  ფინანსური მხარდაჭერით.