"სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის"

  • f9aa15eb-49b9-422a-80f8-b60157b238f8.jpg
  • f4f46e7f-3a82-4f5e-80c4-4eeb4be03835.jpg
  • a1d8a3b9-d5e1-4644-88d2-9831810d9e89.jpg
  • cb17c680-a178-4bf3-abd6-dcbdb042cbef.jpg
  • acdc11db-ec5b-4a8f-b494-1e556078b8e5.jpg
  • 0d2f475b-825a-4611-9fee-ed896b83d3be.jpg
  • c87b8784-79dd-45e8-9f24-a746373d17ef.jpg
  • f77af1ab-35a2-4c52-a59b-657e4104606b.jpg

2016 წლის 16-17 აპრილს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, პროექტის "სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, ფონდის ღია საზოგადოება - საქართველო ფინანსური მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი. 
ტრენინგზე დამსწრე 15 პედაგოგი შეირჩა კონკურსის შედეგად, შემდეგი რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი.
ტრენინგის მსვლელობისას პედაგოგები გაეცნენ შემდეგ საკითხებს: 1) ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და ისტორია; 2) მონაწილეობის არსი და მექანიზმები; 3) თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები; 4) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები; 5) თვითმმართველობის განხორციელების გზები.
პედაგოგები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პროექტით გათვალისწინებული გაკვეთილების წარმართვისას, რომელთაგან ერთი იქნება სამოდელო.