ინიციატივა ცვლილებებისათვის

  • 83af7d52-8ba0-4430-837d-ce3f5e860f99.jpg
  • 29f86e46-0a09-4b9c-9f5f-e524bd787dd8.jpg
  • 652bee97-3bc4-4f78-9fbd-5a00bccc02ad.jpg
  • 6a0995e8-db39-4bc0-ae56-d5f6d8dc4af6.jpg

2016 წლის 20 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის საკონფერენციო დარბაზში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ჩატარდა პუბლიკაციის "ინიციატივა ცვლილებებისათვის" პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა პროექტის "თანამშრომლობა ძლიერი სოფლისთვის" ფარგლებში. 
პროექტი განხორციელდა სათემო განვითარების ცენტრისა (CDC) და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისის (CCA Tbilisi) მიერ , ფონდის - "ღია საზოგადოება - საქართველო" ფინანსური მხარდაჭერით. 
პრეზენტაციას უძღვებოდა თანამედროვე ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი ბატონი ვახტანგ წერეთელი და კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, პროექტის მკვლევარი, ქალბატონი დიანა კაკაშვილი. 
პედაგოგებმა გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება წიგნში გადმოცემული მასალის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. 

პუბლიკაცია პრეზენტაციაზე დამსწრე სამოქალაქო განათლების 27 პედაგოგს დაურიგდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის (ძდექ) დირექტორი ქალბატონი თამარ მაისურაძე და ქალბატონი ქეთევან ჩოჩია. დიდი მადლობა მათ თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.