ინიციატივა ცვლილებებისათვის

  • a78858a4-de71-4f85-b0d4-a43f671ffb5b.jpg
  • cbc2853f-18a3-4770-b62c-831c0bc9db4d.jpg
  • d673f3c6-7a39-46f1-a296-d319cdb1693d.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, სათემო განვითარების ცენტრთან (CDC) და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან თანამშროლობით, 2016 წლის თებერვალ-აპრილში ახორციელებს პროექტს „თანამშრომლობა ძლიერი სოფლისათვის".

5 მარტს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის პედაგოგებისათვის, ასოციაცია „ათინათის“ სააქტო დარბაზში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით შედგა პუბლიკაციის "ინიციატივა ცვლილებებისათვის" პრეზენტაცია. პუბლიკაცია აერთიანებს სამოქალაქო ჩართულობისა და თემის მობილიზების 10 ისტორიულ მაგალითს საბჭოთა ოკუპაციამდე. 

წიგნში წარმოდგენილი მაგალითები ასახავს სამოქალაქო მონაწილეობას 1921 წლამდე. წარმოდგენილია ისტორიული ფაქტები, რომელიც ცხადყოფს, რომ საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში არსებობდა თემის გაერთიანების და სამოქალაქო მობილიზების არაერთი მაგალითი სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გარშემო. არსებობდა შრომითი გაერთიანებები ანუ ამხანაგობები, რომელთა მიზანი შრომითი რესურსის გაერთიანება იყო; სასოფლო გაერთიანებები, რომლის მიზანი სოფლის მართვის პროცესში მოსახლეობს ჩართულობა იყო, ანდა საზოგადოებრივ-კულტურული გაერთიანებები, რომლებიც ცდილობდნენ სოფლად ან ქალაქში დამატებითი კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისების შექმნას და ამით ადგილობრივი მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

შეხვედრას ესწრებოდა 41 სამოქალაქო განათლების პედაგოგი. ყველა მათგანმა საჩუქრად მიიღო პუბლიკაცია.

პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი.