ინიციატივა ცვლილებებისათვის

  • 3829028f-9d37-40d7-8590-0edfaeb53491.jpg
  • e76173d3-bf26-40cd-b310-32eae87a134c.jpg
  • 5a408105-a873-48a9-b12a-a5fe99e98942.jpg
  • f3015932-ab78-436b-a5e6-b99611fad427.jpg
  • ac9cf157-3dde-4342-aab2-9fc0e1398b39.jpg
  • 0d75571f-cf1f-4d47-b9c7-50e3a20083e6.jpg

2016 წლის 5 მარტს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგებთან ჩატარდა პუბლიკაციის ,,ინიციატივა ცვლილებებისათვის“ პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა პროექტის ,, თანამშრომლობა ძლიერი სოფლისათვის“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდა სამცხე–ჯავახეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების 50 პედაგოგი. ღონისძიება გახსნა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ქალბატონმა ნინო ნადირაძემ. 
პუბლიკაციის პრეზენატია გააკეთა მკვლევართა გუნდის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ბატონმა ირაკლი ხვადაგიანმა. პუბლიკაცია, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო შეუძლიათ გამოიყენონ ისტორიის პედაგოგებმა, ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა საქართველოს ოკუპაციამდე პერიოდის შესასწავლად. 
პუბლიკაციის პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ წიგნები, პედაგოგებმა ავტოგრაფი აიღეს ბატონ ირაკლი ხვადაგიანისაგან.

პროექტს ,,თანამშორმლობა ძლიერი სოფლის’ ახორციელებს სათემო განვითარების ცენტრი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი–თბილისი, ფონდის ,,ღია საზოგადოება საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით. სამოქალაქო განათლების პედაგოგოგთა დფორუმთან ერთად პროექტის პარტნიორები არიან: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი.