კონფერენცია-გამოფენა

2014 წლის 3 მაისს 11:00 საათზე გიწვევთ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენის გახსნაზე. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან USAID-ის საქართველოს მისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 300-ზე მეტი პედაგოგი და მოწვეული სტუმარი გაეცნობა სამოქალაქო განათლების სფეროში სიახლეებსა და ინოვაციებს, მიიღებს ინფორმაციას ფორუმის წევრ მასწავლებელთა გამოცდილების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის შესახებ. კონფერენციის დასასრულს წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. სამოქალაქო განათლების ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი გადაეცემა თერთმეტი რეგიონის თერთმეტ საუკეთესო პედაგოგს. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი დაფუძნდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).