პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრები

  • c28ed546-f8c3-4b34-846c-87473378b0a6.jpg
  • 88e1711d-1bb7-4e9d-ba08-972ca20ad685.jpg
  • 8011b9a2-f72c-4924-ad6a-acf079685228.jpg
  • da361c06-3223-468d-8e74-1e1d24ceca10.jpg
  • 893e02a2-26d1-46c5-9929-0de0be6407cd.jpg
  • 8408824f-aec2-4fc6-959a-145b370c22d8.jpg

მიმდინარე წლის 28, 29 ნოემბერსა და 5, 6, 11  დეკემბერს, საქართველოს 11 რეგიონში:  გურიაში, აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთში, იმერეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა - მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში,თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისორგანიზებით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარდა პროფესიული გაზიარების ჯგუფისშეხვედრები. შეხვედრებზე განხილული იყო გაკვეთილის დაგეგმვისა და მოსწავლეთა ჩართულობისხელისშემშლელი ფაქტორები და მათი მოწესრიგების გზები. შეხვედრებს ესწრებოდა პროგრამის პარტნიორი სკოლის 87 პედაგოგი. პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრებს ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ხოლო, პროცესს ფასილიტირებას უწევდნენ ფორუმის რეგიონალური კოორდინატორები. პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში კოორდინატორები მონაწილეობდნენ სამდღიან ტრენერთა ტრენინგში "პროფესიული გაზიარების ჯგუფის ფასილიტაცია".