ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

  • ce8ff40f-bfa4-4868-b284-30a3e37cf5f1.JPG
  • b3839c14-a1c3-43c1-a57c-97f945484333.JPG
  • d5054740-d34c-43a6-b30e-67811af893da.JPG
  • 65cbbaa3-9648-4be5-8d4e-2323c8eeb836.JPG

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა (CETF)  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის საფუძველზე ორივე ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, სამოქალაქო განათლების პედაგოგების პროფესიული დონის ამაღლების გზით.

მემორანდუმის ფარგლებში ფორუმის წევრი პედაგოგები, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მონაწილეობას იღებენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, რომელიც ხორციელდება პრექტის „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers) ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე.