რეგიონალური მრგვალი მაგიდა იმერეთში

  • 29f2141f-fcbc-41ba-9b6c-252265bb2cbe.jpg
  • 35fe52c6-2c87-4509-9ffb-905d703fba9c.jpg
  • 2e982cfb-bdfa-4ab8-a631-86dba3a5ea4e.jpg

2015 წლის 18 ოქტომბერს ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით გაიმათა რეგიონალური „მრგვალი მაგიდა“.შეხვედრაზე განხილული იქნა საგნის „მე და საზოგადოება“სტანდარტი.მრგვალ მაგიდას უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის თანამშრომელი და საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის თანაავტორი ქალბატონი თეა ქარჩავა.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო ,50- ზე მეტმა სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებულმა თანამოქალაქემ , მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ : სამოქალაქო განათლების და დაწყებითი კლასების პედაგოგები, მშობლები, ქუთაისის სასულიერო აკადემიის მასწავლებლები და წინამძღვრები, ამასთანავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები , ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, განათლების, კულტურის ,ახალგაზრდობასთან მუშაობის კომიტეტის თავჯდომარე და თავჯდომარის მოადგილე , პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. გაიამრთა საინტერესო დისკუსია საგნის სტანდარტის ირგვლივ. ყველა მხარემ გამოთქვა მოსაზრება აღნიშნული საკითხის მიმართ. საერთო ჯამში პედაგოგებმა და დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა საგანი „მე და საზოგადოება“.