რეგიონალური მრგვალი მაგიდა აჭარაში

  • c710ad2d-1d63-4bdc-a3f3-f8ec9b86e6f8.jpg
  • 7b63cc4d-495e-4809-aded-ed08344af32b.jpg
  • 1b27e2d1-63c0-4879-a1d1-08bf43556e34.jpg
  • b9ba2c0c-3e5c-4383-a30a-153ec6a7c95d.jpg

2015 წლის 11 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით გაიმათა რეგიონალური მრგვალი მაგიდა თემაზე - საგნის "მე და საზოგადოება" სტანდარტის განხილვა. ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მეცნიერების ჯგუფის ხელმძღვანელი და საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის თანაავტორი ქალბატონი თეა ქარჩავა. 


შეხვედრას ესწრებოდნენ: პროგრამის "მომავლის თაობა" საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ქალბატონი მანანა ყუბანეიშვილი, მასმედიის, აჭარის პროფესიული გაერთიანების, მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები. ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, მშობლები, დაწყებითი კლასის პედაგოგები და პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი ორგანიზაცია "ბათუმის განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" ხემძღვანელი მაია ქათამაძე. 


მსმენელები აქტიურად ისმენდნენ წარმოდგენილ პრეზენტაციას რასაც მოჰყვა დისკუსია საგნის სტანდარტის გარშემო.