სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიმართვა

  • be1975cd-2215-4849-a7b6-e7e9dfe80598.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი არის პედაგოგთა პროფესიული გაერთიანება, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო განათლების საგნის განვითარებაზე ზრუნვა და ამ მიზნით სკოლებთან, პედაგოგებთან, საგნის ექსპერტებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ჩართული იყო საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის განხილვის პროცესში.
საგანი „მე და საზოგადოება“ გამიზნულია დაეხმაროს მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე კარგი მოქალაქისთვის საჭირო ცოდნის შეძენასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ეს კი ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. 
ბოლო პერიოდში საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ფიქსირდება ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული საგნის სტანდარტის მიმართ. მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბრში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ორგანიზებას უწევს მრგვალმაგიდებს, რომლებიც დაეთმობა საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის განხილვას. ამ ღონისძიების მეშვეობით ფორუმი ქმნის შესაძლებლობას პედაგოგთა და განათლების სფეროს სპეციალისტთა დიალოგისათვის საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის შემდგომი დამუშავებისთვის.
მრგვალ მაგიდებსწარმართავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები / საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის შემმუშავებელი ჯგუფის წევრები. რათა დაინტერესებული საზოგადოებისათვის უფრო ნათელი გახდეს საგნის არსი, თემატიკა და მეთოდოლოგია.
გთავაზობთ მრგვალი მაგიდების განრიგს რეგიონების მიხედვით: 
• 11 ოქტომბერი 12:00 საათი, ქ. ბათუმი- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გუდიაშვილის ქ. 4.

• 17 ოქტომბერი 12:00 სთ. ცაგერი- ზუბის საჯარო სკოლა

• 18 ოქტომბერი12:00 სთ.ქ. ქუთაისი- ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა -ლიცეუმი , ირ. აბაშიძის გამზ. #22.

• 24 ოქტომბერი 10:00 სთ. ქ. რუსთავი, სკოლა „ნაკადული“, რუსთავის მე-15 მ/რ

• 24 ოქტომბერი 11:00 სთ.მცხეთა - მთიანეთი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC; ქ. თბილისი, ო. ჩხეიძის #5

• 25 ოქტომბერი 11:00 სთ. ქ. თბილისი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC; ქ. თბილისი, ო. ჩხეიძის #5.

• 31 ოქტომბერი 12:00 სთ. ქ.თელავი, თელავის რესურსცენტრი, ერეკლე მეორის #16.

• 1 ნოემბერი 11:00 სთ. ქ. ახალციხე, სკოლა “ხერხემი'', დიდიმამიშვილის ქ. #3.

• 8 ნოემბერი 11:00სთ, ქ. გორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #53.

• 8 ნოემბერი 10:00 სთ. ქ. ზუგდიდი, ასოციაცია „ათინათი“, რუსთაველის ქ #94