რეგიონალური კოორდინატორების შეხვედრა

  • 0afab0a5-fd8b-4c1d-a9f1-c3b4201d2a79.jpg
  • b8292f55-b09c-4e35-b42a-42ae6d55ea36.jpg

12 სექტემბერს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმში ჩატარდა რეგიონალური კოორდინატორების სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაზე შეჯამდა გასული სამუშაო წელი, დამსწრე კოორდინატორებმა წარადგინეს გაწეული საქმიანობის ანგარიშები. აქცენტი გაკეთდე რეგიონალურ დონეზე არსებულ და ხელისშემშლელ პრობლემებზე, მიღწეულ წარმატებებზე.

ფორუმის არმასრულებელ დირექტორთან, ქალბატონ მაკა ბიბილეიშვილთან ერთად დაიგეგმა მიმდინარე სამუშაო წლის ღონისძიებები. დაიწყო მუშაობა ახალი კალენდრის შესაქმნელად და ახალი და საინტერესო იდეების გასახორციელებლად.

შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი ფორუმის სერვისების (სამოდელო გაკვეთილების, კრიტიკული მეგობრის/პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრები, რეგიონალური მრგვალი მაგიდები) მიწოდების საორგანიზაციო საკითხებს დაეთმო. 

ასევე, ყველა რეგიონისთვის დაიბეჭდა პედაგოგთა ფორუმის ბანერი და დარიგდა ბიულეტენები, რომელთაც პროგრამა "მომავლის თაობა" პარტნიორი სკოლის ყველა პედაგოგი მიიღებს, რეგიონალური კოორდინატორის შუამდგომლობით. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მზად არის რეგიონალურ დონეზე, კოორდინატორებთან და წევრ პედაგოგებთან ერთად განიხილოს ახალი ინიციატივები.