"2015 წელი ევროპული განვითარებისთვის"

  • ad1e1b6f-dc9f-4ffa-b681-44dae73d3beb.jpg
  • 3d97a469-3dd0-4b62-9b9a-9041593f3340.jpg

9 ივლისს, თბილისში ივ.ჯავახიშვილის თსუ I კორპუსსში საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომედგენლობის მიერ, სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე პროექტის"ერთად შევეგებოთ ევროპას" ფარგლებში ევროკავშირის კამპანია "2015 წელი ევროპული განვითარებისთვის"‪#‎EYD‬ ჩატარდა საჯარო ლექცია ივლისის თვის თემაზე - "ბავშვთა უფლებები“ მოწვეული იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და პროგრამა ,,მომავლის თაობა" პარტნიორი სკოლების მასწავლებლები. 
დამსწრე საზოგადოების ყურადღება გამახვილებული იყო ბავშვთა უფლებების ისტორიულ კონტექსტებზე, კონვენციის ძირითად მიმართულებებზე, პრინციპებსა და განხორციელების ძირითად მექანიზმებზე, რომელზედაც ვრცლად ისაუბრა ქალბ. მაია ქურციკიძემ(გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი). 
სემინარის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა ქალბ. ნინო ყოჩიშვილი(ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მენეჯერი). პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც კონკრეტულად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და გულისხმობს არსებულ სახელმწიფო პოლიტიკაში რევიზიის შეტანას(მაგ; ,,კანონი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ", ,,მართლმსაჯულება ბავშვებისათვის" და სხვა). 
ბუნებრივია, განსაკუთრებული ჩართულობა აუდიტორიის მხრიდან გამოიწვია იუნისეფის პროექტებმა და ინიციატივებმა, რომელიც ფოკუსირდება განთლებაზე. 
დამსწრე საზოგადოებამ ცალსახად დააფიქსირა, რომ ადამიანის უფლებები ბავშვთა უფლებებით იწყება და მისი პრაქტიკული განხორციელება ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ღირსება და მომავალი! რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა მიუძღვოდეს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს.