პროგრამა „მომავლის თაობა“ თბილისის პარტნიორი სკოლების წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

  • 3525fda9-0fe7-4c8d-bfc3-db6c82749203.jpg
  • 028ddb42-ef1a-4ec6-9eab-c2214fccd6ab.jpg
  • 0e10cead-827a-4e06-9c5f-7116d9fa932a.jpg

2015 წლის 23 ივნისს, სამოქალაო განათლების პედაგოგთა ფორუმი მონაწილეობდა პროგრამა „მომავლის თაობა“ თბილისის პარტნიორი სკოლების წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე. შეხვედრაზე, ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა - მაკა ბიბილეიშვილმა ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. 
თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას აკადემიური წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობები, ინიციატივები და მცირე საგრანტო პროექტები წარუდგინეს. მოსწავლეებმა ასევე მოაწყვეს კლუბების საქმიანობის ამსახველი ფოტო გამოფენა. წარმოდგენილი იყო კლუბების მიერ მომზადებული ჟურნალები და საინფორმაციო მასალა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკული ორგანიზაცია PH international აშშ ოფისის დირექტორი ქ-ნი ენ მარტინი, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე, საბურთალოს რაიონის გამგეობის, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზის და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი თემურ ტარტარაშვილი, ფოტოგრაფი ბ-ნი გოგა ჩანადირი და ჰერეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების დირექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მშობლები