პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის

  • 156f7c9a-5b22-4ec5-a64f-56bfcc0b6724.jpg

2015 წლის 6 ივნისს, კახეთში თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის. შეხვედრა პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ახორციელებს PH International, USAID ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა სამოქალაქო განათლების კახეთის რეგიონის კოოორდინატორი ზეინაბ კაკალაშვილი.