რეგიონალური ღია გაკვეთილი გურიაში

  • 5e1e5ecb-fd7e-4ea1-9a64-4bd8578f333e.jpg
  • 77785f75-b932-47ef-85c6-9fc58bb5d9e6.jpg
  • 84ea7842-de8c-4d4f-8047-2df26a23a5c8.jpg

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლიზა ლომჯარიამ IX კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება“შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა „მომავლის თაობის“ გურიის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალბატონი ინგა დუმბაძე. ასევე პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების 17 პედაგოგი. გაკვეთილზე გამოყენებული იყო ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელო, „ როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ . გაკვეთილი აგებული იყო აქტიური სწავლების პრინციპზე, უამრავი თვალსაჩინო მასალა, რომელიც საკლასო ოთახში იყო გამოფენილი, საგაკვეთილო პროცესს უფრო მრავაფეროვანს ხდიდა,ასევე ნაჩვენები იყო ნაწყვეტი კინოფილმიდან „მონანიება.“ საკითხები გამოირჩეოდა ინტერაქტიული სავარჯიშოებითა და შეიცავდა მოსწავლეთა მოტივაცისათვის გამიზნულ აქტივობებს, რამაც განაპირობა გარემოს დინამიურობა და მოსწავლეთა მხრიდან აქტიური ჩართულობა..გაკვეთილი იყო თანმიმდევრული ჩანდა გაკვეთილის სამი ფაზა . მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლეთა მიერ გაწეული საქმიანობა და წარმატებები უსურვეს მათ.