რეგიონალური ღია გაკვეთილი აჭარაში

  • e29898e3-2698-4bb2-962e-0bea3eb0242c.jpg
  • 949d9cf4-d277-43d1-af0e-0aaf5191660c.jpg
  • e6fbb149-5722-48e2-af30-954a248cb979.jpg
23 აპრილს ბათუმის შპს გიმნაზია 21-ე საუკუნის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ია კინწმარიშვილმა IX კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისაგან და რა სჭირდება საზოგადოებას მოქალაქისაგან.“ შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა „მომავლის თაობის“აჭარის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და აჭარის ადგილობრივი კომერციული „25 არხის“ გადამღები ჯგუფი. გაკვეთილზე გამოყენებული იყო ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელო „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე.“აღსანიშნავია,რომ გაკვეთილში გამოყენებული იყო სხვადასხვა ინოცაციური მეთოდები და ენერჯაიზერები, რამაც პროცესი უფრო აქტიური და საინტერესო გახადა. გაკვეთილზე ჩანდა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა.მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლეთა მიერ გაწეული საქმიანობა და წარმატებები უსურვეს მათ.