"ჩემი უფლებები და მოვალეობები"

  • da5bbc29-3e1e-4d0d-9684-62f8eee7ad11.jpg

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს უსასყიდლოდ გადასცა 1500-მდე წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები". წიგნი განკუთვნილია 14-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეთათვის. მასში გადმოცემულია საქართველოს კანონმდებლობიდან იმ მუხლების შინაარსი და ახსნა-განმარტებები, რომლებშიც საუბარია არასრულწლოვანთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. წიგნის რედაქტორი არის ქ-ნი ნატო ბაჩიაშვილი. პუბლიკაცია დაიბეჭდა "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. წიგნები რეგიონალური კოორდინატორების საშუალებით დაურიგდებათ ფორუმის წევრ პედაგოგებს. ფორუმი მადლობას უხდის გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავჯდომარე, ქალბატონ ნატო ბაჩიაშვილს გთხოვთ წიგნებისთვის დაუკავშირდეთ ჩვენს რეგიონალურ კოორდინატორებს ან პროგრამის ასისტენტს, მობ: 577 337 586; [email protected] . ასევე, შეგიძლიათ გვეწვიოთ კოსტავას ქ. #27-ში, მესამე სართულზე.