რეგიონალური მრგვალი მაგიდასამცხე-ჯავახეთში

  • b10f180a-eb55-4e7b-ba1c-00dcc7d85917.jpg
  • 80f17f0c-f6c8-4619-9878-79f5fb951918.jpg

2015 წლის 22 მარტს სამცხე–ჯავახეთში ჩატარდა რეგიონალური ღონისძიება მრგვალი მაგიდა, რომელიც სამოქალაქო განათლების ფორუმის ფარგლებში შედგა, შეხვედრას ესწრებოდა ,,მომავლის თაობის" პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები ექვსი მუნიციპალიტეტიდან. შეხვედრა გახსნა პარტნიორმა ორგანიზაციის ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ქ. მაკა სუდაძემ, რომელმაც გააცნო პროგარამა ,,მომავლის თაობა" მიზნები. მოწვეულ პედაგოგებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მისიაზე, ხედვაზე და განხორციელებულ საქმიანობაზე ესაუბრა რეგიონალური კოორდინატორი ნინო ნადირაძე. შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც იგეგმება ერთობლივად პედაგოგთა ფორუმისა და ,, მომავლის თაობის" პროგრამის ფარგლებში. შეხვედრაზე განხილული იქნა პედაგოგთა ფორუმის წევრობის და საწევროს საკითხი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონფერენცია–გამოფენაზე დარეგისტრირება. გამოვლინდა ღია გაკვეთილის ჩატარების მსურველი პედაგოგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან. შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების ექსპერტმა ქალბატონმა ნინო გვარამაძემ პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომელიც სამოქალაქო განათლების მიმართულებით იგეგმება. ასევე განიხილა სამოქალაქო განათლების ახალი საგნის ,,მე და საზოგადოების "დაწყებით კლასებში შემოსვლის შესახებ, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებლებში. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა დაწერეს უკუკავშირი ,,რა მოეწონათ მრგვალი მაგიდის ჩატარების პროცესში, რა გაიგეს ახალი და რა თემებზე ისურვებდნენ კვალიფიკაციის ამაღლებას". უკუკავშირის შედეგად გამოიკვეთა თემატიკა. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა,ორ ენაზე სომხურ და ქართულ ენაზე. შეხვედრის ბოლოს არაფორმალურ გარემოში მოხდა ინფორმაციების გაცვლა გამოცვლა. მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაშუქდა ახალციხის ადგილობრივი ტელევიზიის მეცხრე არხის მიერ.