რეგიონალური მრგვალი მაგიდა აჭარაში

  • 6321c58c-5337-44d8-8032-43a3c13ea7f6.jpg

2015 წლის 22 მარტს ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში,სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ფარგლებში გაიმართა რეგიონული ღონისძიება "მრგვალი მაგიდა," შეხვედრას ესწრებოდა პროგრამა"მომავლის თაობის" პარტნიორი სკოლების 25 პედაგოგი,რომელთაც თავისი პრეზენტაცია წარუდგინა მოწვეულმა ექსპერტმა მანანა ჯინჭარაძემ,თემა-ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები.პედაგოგები დიდი ინტერესით შეხვდნენ საკითხს და აქტიური დისკუსია გამართეს.რეგიონალურმა კოორდინატორმა ნანა თავართქილაძემ "მრგვალი მაგიდის" მონაწილეებს პედაგოგთა ფორუმის პრეზენტაცია წარუდგინა, დაისახა მომავლის გეგმები-დასახელდა ღია გაკვეთილის მსურველი პედაგოგი, რომელიც ამა წლის აპრილ-მაისში გაიმართება,მოხდა ფორუმში გაწევრიანება და შეივსო კონფერერენციაში მონაწილეობის ფორმები.