ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“

12-15 მარტს ქვემო ქართლში ,,მომავლის თაობის“ პროგრამის ფარგლებში (პროგრამას ანხორციელებს PH international-ი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის თანამშრომლობით) ჩართული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის ჩატარდა ტრენინგი ,,დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“,(ტრენერი-თეა ლობჟანიძე, ასისტენტი-ლიანა ღუღუნიშვილი), სადაც გადამზადდა 28 პედაგოგი. ტრენინგი შედგებოდა 5 მოდულისაგან: 1. სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა და სკოლის როლი. 2. მოქალაქეობის განმავითარებელი სასწავლო რესურსების შერჩევა დაგამოყენება. 3.ინტერაქტიული სწავლება 4.სამოქალაქო მონაწილეობა და პროექტული სწავლება. 5. შეფასების მეთოდები. ტრენინგის დაწყების დღიდანვე ტრენერის მითითებით პედაგოგებმა შეიმუშავეს საქმიანი და პოზიტიური გარემოს შესაქმნელად ჯგუფური მუშაობის წესები, რომლის ერთგულნი და შემსრულებელნი დარჩნენ ბოლო დღემდე. ,ოტივაცია თითოეული მოდულის აქტივობის დროს იმართებოდა საინტერესო დისკუსიები, დებატები, პრეზენტაციები, ხდებოდა გაზიარება საინტერესო ინტერაქტიური გაკვეთილების და სხვა. ობიექტურობა მოითხოვს, აღვნიშნოთპედაგოგთა განსაკუთრებული დაინტერესება პროექტული სწავლებისადმი, სადაც ყველაზე მვეთრად არის გამოხატული სამოქალაქო განათლების პრაქტიკული დანიშნულების გააზრება საზოგადოებრივი ინტერესების განსახორციელებლად და მოსწავლე-მასწავლებელთთვის იმ კომპეტენციების ჩამოყალიბება- განვითარება, როგორიცაა:ცოდნა, უნარი და დამოკიდებულება. ჯგუფებად დაყოფილმა პედაგოგებმა დაგეგმეს პროექტები, რომლებიც გამოირჩეოდნენ პრობლემის აქტალურობით როგორც სასკოლო, ასევე სათემო მნიშვნელობიდან გამომდინარე. ტრენერი-თეა ლობჟანიძე თითოეულ ჯგუფს უწევდა დეტალურ კონსულტაციას, შექმნა სიმულაციური და კონკურენტული გარემო , თუ რომელ პროექტს დააფინანსებდა. პედაგოგები კიდევ უფრო დეტაელბში ჩაუღრმავდნენ პროექტული სწავლების თითოეულ ეტაპებს. შიძლება დაბეჯითებით ითვას, რომ ყველა პროექტი იმსახურებდაგანსაკუთრებულ ყურადღებას. აქვე აღვნიშნავ ერთ ფაქტსაც, რომ რეგიონიდან ჩამოსულ პედაგოგთა იმ ნაწილს, რომლებიც დაბინავებული იყო სასტუმროში შევთავაზეთ საღამოს ქალაქის დათვალიერება. საპროექტო უნარების გათვალისწინებით, როდესაც ვათვალიერებდით რუსთავის პარკსა და მიმდებარე ისტორიულ ,,არეშის“ ციხეს, პედაგოგებმა გადაწყვიტეს , პრაქტიკულად შეესრულებინათ თავიანთი პროექტი:,,პოლიეთილენის მავნებლობა გარემოზე“ და დაასუფთავეს აღნიშნული ტერიტორია(უღრმესი მადლობა რუსთავრელების სახელით ჩვენს კოლეგებს). ტრენინგის ბოლო დღე საკმაოდ ემოციური გამოდგა მასწავლებლებისთვის, უჭირდათ განშორება ერთმანეთთან და ტრენერთან, მადლობა გადაუხადეს კეატილი მასპინძლობითვის რეგიონის პარტნიორ ორგანიზაცია ,,სიქა“ს, მის აღმასრულებელ დირექტორს ი. პაიჭაძეს, პროექტებსი კოორდინატორს ც. თავშავაძეს, პროგრამის სოციალური მედიის კოორდინატორს ე. პაიჭაძეს, რომელსაც ისინი გამოხატავდნენ მათდაი მთელი ტრენინგის განმავლობასი. პარტნიორმა ორგანიზაციამ მასწავლებლებს მოუმზადა საკანცელარიო მასალების ნაკრები, რომლებსაც გამოიყენებენ მომავალში სხვადასხვა აქტივობის შესრულების დროს. გთავაზობთ ტრენინგს მონაწილე ერთ-ერთი პედაგოგი- მანანა ბოლქვაძის(წალკა, სოფ.გუმბათი) შთაბეჭდილებას ოთხი დღის მუშაობის შესახებ:,,ჩემთვის ეს დღეები ძალიან საინტერსო აღმოჩნდა, ამ ტრენინგით მე ვისწავლე ინტერაქტიული სწავლების ეფექტიანობა. დისკუსიის მეთოდები, ჯგუფის მართვის წესები, სწავლა თამაშით. მე აუცილებლად გამოვიყნებ ყველ ამ მეთოდს სკოლაში. ძალზედ მომეწონა აგრეთვე ტრენინგებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო. დიდი მადლობა კარგი შემოქმედებითი თანამშრომლობისათვის ყველას, დაგვიგეგმა და განახორციელა ტრენინგი“. იმედს ვიტოვებთ, რომ ის დავალებები, რომლებიც მათ უნდა შეასსრულონ ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, სანიმუშოდ გაართმევენ თავს, რაც დაეხმარებათ მომავალში სერტიფიკატის მოპოვებაში.