რეგიონალური მრგვალი მაგიდა თელავში

მიმდინარე წლის 14 მარტს, თელავის N5 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული ღონისძიებების ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა. შეხვედრაზე საგნის ექსპერტმა მანანა ჯინჭარაძემ პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომელიც სამოქალაქო განათლების მიმართულებით იგეგმება. შეხვედრას პროგრამის – “მომავლის თაობა” ფარგლებში, კახეთის რეგიონში არსებული პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაესწრნენ. პროგრამა ” მომავლის თაობა” -ხორციელდება PH international-ის მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. კახეთის რეგიონში ფორუმის რეგიონალური კოორდინატორია ზეინაბ კაკალაშვილი.