რეგიონალური მრგვალი მაგიდა გურიაში

  • c4bb9902-4133-4aa1-8141-3e9a752f8c00.jpg

მიმდინარე წლის 14 მარტს, ჩიბათის საჯარო სკოლის, სააქტო დარბაზში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული ღონისძიებების ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა. შეხვედრაზე საგნის ექსპერტმა, სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორმა ნინი გვარამაძემ პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომელიც სამოქალაქო განათლების მიმართულებით იგეგმება. შეხვედრას პროგრამის – “მომავლის თაობა” ფარგლებში, გურიის რეგიონში არსებული პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაესწრნენ. პროგრამა ” მომავლის თაობა” -ხორციელდება PH international მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია "გურიის ახალგაზრდული რესურცენტრი", ხოლო ფორუმის რეგიონალური კოორდინატორია ლადო აფხაზავა.