მრჩეველთა კომიტეტის პირველი შეხვედრა

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა, 2015 წლის 10 მარტს მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ მრჩეველთა კომიტეტის პირველ შეხვედრაში, რომელიც განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროექტის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ორგანიზაცია PH International საქართველოს და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების ალიანსის წარმომადგენლები