სამოქალაქო განათლების ონლაინ ღია გაკვეთილი

  • 7db49cf2-f24b-4516-8794-83a819906413.jpg
  • 7b6ee3ff-d880-4598-8326-cc240cbe60e7.jpg

სამოქალაქო განათლების ონლაინ ღია გაკვეთილი თემაზე - ,,ბულინგი და დისკრიმინაცია'' სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლია მღებრიშვილმა ჩაატარა.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა გაკვეთილზე პროგრამის ფარგლებში გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ გამოიყენეს.
ონლაინ გაკვეთილს 14 მოსწავლე ესწრებოდა, მსვლელობისას გოგონები და ვაჟები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. მათ იმსჯელეს ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.
დამსწრე პედაგოგებმა და სამოქალაქო განათლების ექსპერტმა განიხილეს ჩატარებული გაკვეთილი, სწავლების მეთოდები და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება.
გაკვეთილს ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების 24 სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სამოქალაქო განათლების ექსპერტი ნინო გვარამაძე.
მიმდინარე კვირის განმავლობაში ონლაინ ღია გაკვეთილები, MS TEAMS პროგრამის გამოყენებით ჩატარდება გურიაში, შიდა ქართლში, თბილისსა და სამეგრელოში. ონლაინ ღია გაკვეთილები ხელს შეუწყობს პედაგოგების პროფესიული გამოცდილების და სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენების გაზიარებას.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილები, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ტარდება.