ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების დამხმარე სახელმძღვანელო

  • 5c1eab8e-5076-4b50-808a-851147691f08.png

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის, დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა.

📚 საბაზო საფეხურისთვის განკუთვნილი ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საგანში "მოქალაქეობა" გაერთიანდა.

🎒 ამავე გეგმის მიხედვით, სწავლება 2019-2020 წელს პირველად მე-7 კლასში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, საბაზო საფეხურის მაღალ კლასებშიც გაგრძელდება.

🍏 აღნიშნული დამხმარე მასალა სწორედ "მოქალაქეობის" წლიურ პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა და პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად და  ხელმისაწვდომია ონლაინ ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=752