სამოქალაქო განათლება დეზინფორმაციის წინააღმდეგ

  • 5b531ff4-26b7-4815-972c-d3d2eb993537.png
  • 5250ea11-df61-4031-ac99-cdbe3d0ec2f9.png
  • 2f241d57-da76-4bbc-b4b8-2e2c4decb175.png
  • c2553c8b-0919-4a73-a61d-d1a719a8944e.png

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის "სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ" განხორციელება.

პროექტში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 18 სკოლა.

მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა წარმატებით გაიარეს ონლაინ ტრენინგ კურსი ევროინტეგრაციის, ასოცირების ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციის საკითხებზე. სესიებს უძღვებოდნენ ბატონი ვანო ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ბატონი პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი და მარიამ წიწიკაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროეტის მენეჯერი.