სამოქალაქო განათლების სიმულაციები

9 აგვისტოდან 16 აგვისტომდე მიმდინარეობდა პროექტის „ სამოქალაქო განათლების სიმულაციები საქართველოს სკოლებისათვის“ მეორე ეტაპი. ამ პერიოდში სამოქალაქო განათლების პედაგოგები, გერმანელი ექსპერტების დახმარებით ქმნიდნენ სიმულაციურ თამაშებს. სცენარები შეიქმნა სამ თემაზე: 1.ახალგაზრდების მონაწილეობა რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში; 2.პოლიტიკური მოძრაობა ადგილობრივ დონეზე ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით; 3.სასკოლო კონფლიქტი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მადლობას უხდის პროექტში ჩართულ ყველა პედაგოგს სიმულაციების შექმნაში გაწეული შრომისათვის. ოქტომბერში ეს სიმულაციები ჩატარდება მოსწავლეებთან. პროექტი ხორცილედება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით გერმანულ ორგანიზაცია „CRISP“ - თან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ