განათლების კოალიცია

  • 2b1762be-e009-416b-9aaf-9b43115432cd.PNG

პროექტისმასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვისფარგლებში

მასტერკლასი ჩატარდა

 

პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ ფარგლებში თიბისი ბანკის მხარდაჭერით ტრენერი ანდრო დგებუაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრებს შეხვდა და მათთვის მასტერკლასი „კრიტიკული და სინთეზური აზროვნება“ ჩაატარა.

შეხვედრაზე ტრენერმა ისაუბრა თუ რატომ არის კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს მასწავლებელს ამ მაღალი სააზროვნო უნარის განვითარებაში. მასტერკლასის დასრულების შემდეგ ათეულთა კლუბის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და ესაუბრათ საკუთარ გამოცდილებაზე.

პროექტი ხორციელდება განათლების კოალიციის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა  და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება. პროექტი ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებლების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები.

პროექტის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები, მოწვეული ექსპერტების მხარდაჭერით, სხვადასხვა აქტივობებისა და  ღონისძიებების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

განათლების კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.