ელექტრონული სასწავლო სისტემა მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის
მთავარი გვერდი / სიახლეები / ელექტრონული სასწავლო სისტემა მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის
მარტი 30, 2019 14:27
30 მარტს სამოქალაქო გამათლების პედაგოგთა ფორუმმა პროექტის "ელექტრონული სასწავლო სისტემა მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის" შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ფორუმის 50 წევრის მონაწილეობით.
შეხვედრას უძღვებოდა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ, კოალიცია განათლება ყველასთვის - საქართველოს დირექტორმა და ლადო აფხაზავამ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2018 წლის ფინალისტმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გურიის რეგიონის თავმჯდომარემ.
ელექტრონული სასწავლო პლატფორმა შექმნილია განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.
სისტემით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრ პედაგოგებს.
თვალი გვადევნეთ, ელექტრონულ სასწავლო პლათფორმას პერიოდულად დაემატება ახალი მოდულები.