ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

  • f0a5c3bc-9c32-4dd5-9e42-1837d2e2a1f1.jpg
  • b2cbc6fc-ada6-4eb3-872e-d6fa7e4c8864.jpg
  • c1ffeeed-138e-4afd-9712-e4652a8c8746.jpg

პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით 2019 წლის 18 და 19 მაისს ქ. ბათუმის სკოლა ,,ევრო 2000-ში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". ტრენინგს უძღვებოდა ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროფესორი - ქალბატონი ნანა დიხამინჯია, რომელმაც საკმაოდ საინტერესო და ეფექტური ინფორმაცია მიაწოდა ტრენინგის მონაწილე პედაგოგებს ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების შესახებ. კერძოდ, ,,TedED”, ,,Sli.do”, BrainScape”, Canva”, MindMup”, da ,,MidMeister” პროგრამების გამოყენების შესახებ სასწავლო პროცესში.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის პედაგოგები. შექმნილი იყო თანამშრომლობითი და შედეგზე ორიენტირებული გარემო. მონაწილეებმა საკმაოდ პოზიტიურად შეაფასეს ტრენინგის მსვლელობა და გამოთქვეს აზრი, რომ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებენ და დანერგავენ სასწავლო პროცესში. 

პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური უზრუნველყოფით.