ღია გაკვეთილი - თანამშრომლობა

  • c8e7dec6-448f-4efa-b973-0f6dbde17266.jpg
  • b3d07471-018a-4836-b94b-8d7df6022af7.jpg

2019 წლის 16 აპრილს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში.
აღნიშნული ღონისძიება ტარდება პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელბს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ამავე პროგრამის ფარგლებში მომზადდა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ოთხი დამხმარე სახელმძღვანელო. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოდან ერთ-ერთი - "თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“.შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა „მომავლის თაობის“ კახეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების 24 პედაგოგი. სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე.
გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ, დინამიურად და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით. მასწავლებლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო შემდგომ გაკვეთილის განხილვა, მადლობას ვუხდით მასპინძელი სკოლის ადმინისტრაციას (დირექტორი: ნანა შანშაშვილი) ფორუმისა და პროგრამის ,,მომავლის თაობა" მხარდაჭერისათვის.
გაკვეთილის განმახორციელებელი პედაგოგი - ლეილა ვარამაშვილი
თემა - „თანამშრომლობა.პარტნიორთა შერჩევის პრინციპები.თანამშრომლობის წესები.კონფლიქტი თანამშრომლობის დროს"