დისკრიმინაცია და თანასწორობა-ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია

  • 039fa1e3-9ed6-4ae1-a730-0abf063784b7.jpg
  • 78ceb4d3-6c37-4869-afcf-379bada7ec1c.jpg
  • 706fef4c-d1ac-4712-9492-b8874c177c60.jpg
  • 4866eee9-33c7-425e-830d-247668e04fba.jpg

23 აპრილს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი დამხმარე სახელმძღვანელოს ,,როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე" (ავტორები:ნ.ბესელია; მ.კორძაძე; ნ.ბოკერია) გამოყენებით. გაკვეთილის თემა იყო:,,დისკრიმინაცია და თანასწორობა-ყველა განსხვავებულია,ყველა თანასწორია", რომელსაც უძღვებოდა პედაგოგი ლალი სიმონიშვილი. ღია გაკვეთილს ესწრებოდა პროგრამის ,,მომავლის თაობა"პარტნიორი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ,ექსპერტი ქალბატონი ნინო ჭიაბრიშვილი,სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი. გაკვეთილი მიმდინარეობდა დინამიურად და საინტერესოდ.გაკვეთილის დასრულების შემდეგ ექსპერტმა დამსწრე პედაგოგებთან ერთად დეტალურად შეაფასა გაკვეთილის მიმდინარეობა. 

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური