ღია გაკვეთილი - როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე

  • 3a3f4069-153b-4ac2-9b45-0176b3517ce6.jpg
  • 973fcd31-5d6d-4700-9408-60c0de1d400c.jpg
  • 1190aaa3-ec17-4ea6-aff2-985d3c19cb6f.jpg
  • 8632bf3b-3991-4546-904f-cbdc97359b3d.jpg
  • 9ba1d954-72f8-48bb-ab95-5eda85780e2f.jpg

3 მაისს, „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, თეა სამხარაძემ, ჩაატარა ღია გაკვეთილი დამხმარე სახელმძღვანელოს „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ (ავტორები: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე) გამოყენებით. გაკვეთილის თემა იყო: „ბულინგი“.

ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ პროგრამა „მომავლის თაობის“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლები. გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ, მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების გამოყენებითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ დამსწრე პედაგოგებმა შეაფასეს პროცესი. უკუკავშირი მიიღო როგორც პედაგოგმა, ასევე მოსწავლეებმა.

პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება PH International-ის მიერ, „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან“ თანამშრომლობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.