კონკურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის!

  • c13177de-96c3-4ec1-9064-b37f8c12bc24.png

შესაძლებლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგების პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, მიმდინარე წლის ივნისი-დეკემბრის თვეში განახორციელებს პროექტს „სამოქალაქო განათლების სიმულაციები საქართველოს სკოლებისთვის“  („Civic Education Simulations for Georgian Schools“).

პროექტის მიზანია:  სამოქალაქო საზოგადოებრივი დიალოგისა და კულტურის პოლიტიკის ღონისძიებების მეშვეობით დემოკრატიული ღირებულებების  გაძლიერება.
პროექტში კონკურსის გზით შერჩეული 20 პედაგოგი 15-16 ივნისს, გერმანელ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, შემდეგ თემებზე სამუშაოდ:

  • თანამშრომლობა და დემოკრატიის პრინციპები
  • ულტრამემარჯვენე პოპულიზმის წინააღმდეგ ბრძოლა
  • კონფლიქტის მოგვარება

კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, პროექტში ჩართული პედაგოგები, გაივლიან ტრენინგებს სიმულაციური თამაშების ორგანიზების შესახებ. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში.

ტრენინგის გავლის შემდეგ პედაგოგები, თავიანთ რეგიონებში, კოლეგებისათვის, ჩაატარებენ თემატურ სიმულაციურ თამაშებს მოსწავლეების მონაწილეობით.

პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ სამოქალაქო განათლების პედაგოგს, საქართველოს მასშტაბით. კონკურსის გზით შეირჩევა 20 მასწავლებელი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული აპლიკაციის შევსება შემდეგ ბმულზე -  https://forms.gle/haw5krKUnZJ4MGuu8

აპლიკაციის ბმულის ნახვა შესაძლებელია ფორუმის ვებ-გვერდზე - https://ctf.org.ge

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 11 ივნისი.

ფორუმი წარმოადგენს  პროფესიულ ასოციაციას, რომლის მისიაა სამოქალაქო განათლების პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და საქმიანობის მხარდაჭერა, საგნის სწავლების ხელშეწყობა  და პოპულარიზაცია.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „თანამშრომლობის გაფართოება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან“ მიერ.

გერმანიის მხიდან ფორუმის პარტნიორი ორგანიზაციაა CRISP.

გისურვებთ წარმატებებს!

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]