ღია გაკვეთილები

  • 562246b4-fc6c-4d1e-81ec-e5b7810d7249.jpg
  • 036c7a95-551a-44ed-979a-1a1db3ab95dc.jpg
  • 7a76088d-0039-4943-b33b-b40287338144.jpg
  • de2dff1e-4fc9-44d3-a7d4-df73f3ba44d1.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში იმართება ღია გაკვეთილები. 
5 დეკემბერს აჭარაში გაკვეთილი ჩაატარა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ამირან იაკობიძემ სახელმძღვანელოდან „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ თემა: „ თანამშრომლობა, პარტნიორთა შერჩევის პრინციპები“, ხოლო 6 დეკემბერს, სამეგრელოში გაკვეთილი ჩაატარა ორსანტიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნატო წითაშვილმა, სახელმძღვანელოდან „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“. თემა: „დისკრიმინაცია და თანასწორობა - ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“. აღნიშნული ღონისძიება ტარდება პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელბს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ამავე პროგრამის ფარგლებში მომხადდა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ოთხი დამხმარე სახელმძღვანელო.