დისკუსია მასწავლებლებთან

  • 5a82fda2-1417-49bc-8605-43d2c92b93a0.jpg
  • 87f9ae7a-1b1d-4278-b618-7a1cbe4ad595.jpg
  • 0fc4dae2-c3e4-4c24-899d-bf66a1f87202.jpg
  • c4f58f58-3f54-49a6-937d-5e177bb6c8f4.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და ფონდის ღია საზოგადოება - საქართველოს თანამშრომლობით, ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ფორუმის წევრი მასწავლებლებისთვის ჩატარდა დისკუსია. შეხვედრაზე პედაგოგებმა სპეციალისტებთან ერთად განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა უფლებებისა და თანასწორობის საკითხები. დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება საქართველოში. შეხვედრა სამი ნაწილისგან შედგებოდა და მას უძღვებოდნენ გიორგი კაპანაძე, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ანა აბაშიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ გოლიჯაშვილი, კავშირის “საფარი” იურისტი. 
დისკუსია თელავში 9 დეკემბერს გაიმართა და მას 20 სამოქალაქო განათლების პედაგოგი ესწრებოდა.