პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრები

  • a03ba028-29a5-4349-8ed4-6b0493bff3f1.jpg
  • e7caa811-0f4c-4d05-b1b4-1e7ab7765c6b.jpg
  • 701a41af-4347-4c5e-9361-e2b44b0c7c61.jpg
  • 1889abe5-15e4-4565-af4e-46ef9bccee43.jpg

3 და 4 ნოემბერს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით ჩატარდა პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრები თელავში, გორში, ოზურგეთსა და ბათუმში პროგრამის "მომავლის თაობა" პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მონაწილეობით. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდნენ ფორუმის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეები სამოქალაქო განათლების ექსპერტის ნინო ბესელიას, ილიას სახ. უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის ნინო ჭიაბრიშვილის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის კონსულტანტის ქალბატონი მანანა ჯინჭარაძის ექსპერტული ჩართულობით. 
შეხვედრების განხორციელება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელბს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. 
პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა 58 -მა მასწავლებელმა მიიღო.