პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრები

  • 7acecef4-9be9-4bec-8779-18e5e2de892f.jpg
  • 2e437191-4ab2-41b2-861b-98402dfbaef1.jpg
  • 1d87bb1d-cc7d-43b8-a0a6-bb38ea46bbf2.jpg
  • 41941dfa-c02c-4ca2-9550-868b6bbcc4c8.jpg
  • ab4f38a7-29a8-4d6e-9031-46e3104ea6c7.jpg
  • 1f10d0c1-744c-4fd2-859c-eabc4b0ebca6.jpg
  • c7764fff-3de6-479a-b4be-56b882c57849.jpg

20 და 21 ოქტომბერს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით ჩატარდა პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრები თბილისში, მარნეულში, ქუთაისსა და ზუგდიდში პროგრამის "მომავლის თაობა" პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მონაწილეობით. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდნენ ფორუმის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეები თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორის, განათლების ექსპერტის ქალბატონი ლია გიგაურისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის კონსულტანტის ქალბატონი მანანა ჯინჭარაძის ექსპერტული ჩართულობით. 
შეხვედრების განხორციელება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელბს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. 
პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა 74-მა მასწავლებელმა მიიღო.