დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება

  • 4664879f-b2d5-4fb1-a527-0a9821ffc895.JPG

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით გრძელდება ოთხდღიანი ტრენინგების ციკლი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“. 12,13,14 და 15 სექტემბერს ორი ტრენინგი ჩატარდა ქ. თბილისში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში და ქ. მარნეულში N3 საჯარო სკოლაში. ტრენინგებში მონაწილეობა სამოქალაქო განათლების 42-მა პედაგოგ მამიიღო. 

13-14 სექტემბერს ქ. ახალქალაქში, 5-6 სექტემბერს კი თბილისში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ სასწავლო რესურსების გამოყენება
 სამოქალაქო განათლების სწავლებისას. ტრენინგებში მონაწილეობა 23-მა პედაგოგმა მიიღო.  

 

ტრენინგები ტარდება სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.