ტრენინგები სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის

  • ea4a320d-b96e-4096-8334-923393af2b66.jpg
  • 1a8da43e-b879-4ae6-bca9-d844c2c7d388.jpg
  • ecbacf54-63c3-4858-8aff-cbb844c38973.jpg
  • 662df82e-96cc-44d4-8b0c-6fdf769b878c.jpg
  • 7c3f2e10-db6b-4332-b04c-d1d4fd66f6f6.jpg
  • ce7490c7-6210-4ba3-8eb3-333b00734735.jpg
  • b4a4d879-e660-4eb8-9710-e652cceb7635.jpg
  • 0b60a914-c1fd-41d2-95ec-5ffdac27dd3d.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 24 მარტიდან 10 ივლისის ჩათვლით ჩატარდა 13 ოთხდღიანი ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“. მასში მონაწილეობა მიიღო 241-მა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა. ამავე პროგრამის ფარგლებში ტრენინგი „რესურსების გამოყენება სამოქალაქო განათლების სწავლებისას“ გაიარა189 პედაგოგმა.
ახალი სასწავლო წლიდან სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესთავაზებს სხვადასხვა თემატურ შეხვედრებს, ღია გაკვეთილებს. ორგანიზებული იქნება პროფესიული გაზიარების ჯგუფი, მრგვალი მაგიდები პედაგოგებისთვის საჭირო თემებზე, ტრენინგები თემებზე: პროექტული სწავლება (სასწავლო და სოციალური პროექტები), პედაგოგიური და სკოლის საჭიროებების კვლევა და სასწავლო რესურსების მომზადება. პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარდება სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ეროვნული კონფერენცია/გამოფენა, რომელზეც დაჯილდოვდება კონკურსის გზით შერჩეული პედაგოგები შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო, წარმატებული და კლუბის მეურვე მასწავლებელი.
პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PHinternational, აშშ-ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.