შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

  • b33ba181-ded2-4090-9c03-b917827800dc.jpg
  • bf2011d8-e49a-441c-936f-adc44e832885.jpg
  • d2943c61-9a15-4913-902d-cce796fdae36.jpg

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, სამინისტროს ახალი სამოქმედო გეგმა ზოგადი განათლების თემაზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებსა და განათლების მკვლევრებს წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. მინისტრის განმარტებით, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვებში ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართვა, შესაბამისად, დარგის სპეციალისტებთან სამოქმედო გეგმის განხილვას რეგულარული ხასიათი ექნება