დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები სკოლაში

  • cf34ecef-9fdc-4c0a-adf8-ba8d4a2ccf7d.jpg
  • 11f2aec9-b6af-47a1-94ae-0c1fe214e3b7.jpg
  • b7570fe7-99a4-48e1-a88a-2305da39e6da.jpg
  • 709a403e-1502-4980-97dc-7c10139848fb.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა, ორგანიზაციის წევრ პედაგოგებს, შესაძლებლობა მისცა მონაწილეობა მიეღოთ ტრენინგში „დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები სკოლაში“, რომელიც ჩატარდა 21 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში , ERASMUS+ პროექტის„ კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ ფარგლებში. 
ტრენინგს დაესწრო სამოქალაქო განათლების 27 პედაგოგი.

ტრენინგის მიზანი: მონაწილეები გაეცნონ დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციებს;
არსებულ სასკოლო პრაქტიკა გაიაზრონ დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების ჭრილში;
დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების საფუძველზე წარმოადგინო სასკოლო პრაქტიკის განვითარების სტრატეგიები.
ტრენინგს წაუძღვებიან ილია უნის ასისტენტ-პროფესორი ქალბატონი ნინო ჭიაბრიშვილი, სრული პროფესორი ბატონი დავით მალაზონია, პროფესორი ჯან -ლუკ პატრი (ზალცბურგი, ავსტია).

ძირითადი თემები:
1. დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დანერგვის მიზნები და შესაძლებლობები;
2. კომპეტენციათა ჯგუფის - ღირებულებები - შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან;
3. კომპეტენციათა ჯგუფის - დამოკიდებულებები - შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან.
4. კომპეტენციათა ჯგუფის - უნარები - შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან.
5. კომპეტენციათა ჯგუფის - ცოდნა და კრიტიკული გააზრება - შემადგენელი კომპონენტების გაცნობა; მისი მიმართება ზოგადი განათლების ეროვნულ დოკუმენტებთან.
6. ჯგუფური მუშაობა: დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციათა განვითარების მიზნით კონკრეტული საგანმანათლებლო აქტივობის დაგეგმვა.
7. ჯგუფური პრეზენტაციები და დისკუსია