კოლეგების სამუშაო შეხვედრები

  • 52fa4299-6606-4126-84ce-12bc62720beb.jpg
  • f7ca759c-cc69-4151-b29d-50fa0514be5a.jpg
  • e5756ba9-c667-4c2d-b6fd-3b59d934f302.jpg
  • 73c953d6-303b-40b2-a605-c2125c2d6ebb.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა დაიწყო კოლეგების სამუშაო შეხვედრების ორგანიზება საქართველოს მასშტაბით. პირველი ასეთი შეხვედრა 23-25 თებერვალს ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაკა ბიბილეიშვილმა ჩაატარა. მან დამსწრე პედაგოგებს გაუზიარა ცოდნა და გამოცდილება პროექტული სწავლების საკითხების შესახებ. ასევე მიმოიხილა სასწავლო და სოციალური პროექტები მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასების რუბრიკების გათვალისწინებით. შეხვედრას ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის ფორუმის წევრი 12 პედაგოგი.

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ბათუმშიც, აჭარის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის. ორგანიზატორი მასწავლებელი - ია კიწმარიშვილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე. სამუშაო შეხვედრის თემა: "პროექტული სწავლება"

ფორუმი მუდმივად იკვლევს პედაგოგთა საჭიროებას და აღნიშნულის გათვალისწინებით გეგმავს სამომავლო აქტივობებს.