"ფორუმი პროფესიული ზრდისთვის"

  • f7042ab5-7dd8-4d0c-b300-fa8dc7fb3d42.jpg
  • a37416a2-55df-45ff-84b8-307fa6bf1761.png

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი იწყებს მასწავლებელთათვის საგნის გამოცდის მოსამზადებლად დამხმარე ონლაინ პროგრამას "ფორუმი პროფესიული ზრდისთვის". 

პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

პედაგოგებს ონლაინ რეჟიმში, სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ მიეწოდებათ დასამუშავებელი საკითხები საგამოცდო პროგრამის პროფესიული ცოდნის ნაწილიდან;

ყოველი საკითხის გავლის შემდეგ, პროგრამაში ჩართულ პედაგოგებს გაეგზავნებათ კითხვები ცოდნის შესამოწმებლად;

ფინალურ ეტაპზე, ონლაინ მეცადინეობების დასრულების შემდეგ, პედაგოგებს საშუალება ექნებათ დაესწრონ შეხვედრებს, რომლებზეც ისინი გაიუმჯობესებენ საგამოცდო პროგრამით მოთხოვნილ პროფესიულ უნარ-ჩვევებს;

პროგრამაში "ფორუმი პროფესიული ზრდისთვის" მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ პრაქტიკოს პედაგოგს, რომელიც დღევანდელი მონაცემებით (გაწევრიანებულია ფორუმში და იხდის საწევრო გადასახადს) ირიცხება ფორუმის წევრად.  

მსურველებს პროგრამაში რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ 1 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით; მეცადინეობები დაიწყება 2 აპრილს.

"ფორუმი პროფესიული ზრდისთვის" უფასო პროგრამაა და შექმნილია წევრი პედაგოგების საჭიროებების გათვალისწინებით. 

გვადევნეთ თვალი ჩვენს ვებ-გვერდზე https://ctf.org.ge და არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი სიახლეები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. 

_____________________

საკონტაქტო ინფორმაცია:

595 158 819 / 555 321 507

[email protected]