რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეების სამუშაო შეხვედრა

  • 475ec595-9d48-4ab4-8842-3ab2b6b6be5d.jpg
  • 71ebb55a-153f-43d5-b3f1-a682e8206c11.jpg
  • 2ea3164e-7540-4afe-b71e-f6257d660ca4.jpg
  • be99b679-9609-4f8a-b146-32b89268870c.jpg
  • f5ad1943-5695-476f-aa3f-f7e3c36fae9f.jpg
  • 24795872-c348-4876-a53e-6e88d2a38e93.jpg

17 თებერვალს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მონაწილეებმა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს, მომზადდა წლიური სამოქმედო გეგმა და ფორუმის წევრებისთვის დაიგეგმა ახალი, საინტერესო ღონისძიებები. პროცესს ფასილიტაციას უწევდა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი მაკა ბიბილეიშვილი. რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეებისა და ფორუმის ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. პროგრამას საქართველოში ახორციელებს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.