კვლევის შედეგების პრეზენტაცია

  • 1897bf31-0ce1-47d4-a9ec-c0e97ecee646.jpg
  • 111af695-5e8e-45d2-82c9-81dba5228d44.jpg
  • 31ff8887-5193-4e76-b51b-dcaba5d39cc8.jpg
  • 8d41df2b-c874-4f18-a3c1-9a299535c67e.jpg
  • a7e3d393-d8a8-4352-a682-1abb0ed4c0a6.jpg

 26 ოქტომბერს გაიმართა კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“ წევრი ორგანიზაციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და მასწავლებელთა ასოციაციების მიერ ორგანიზებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
კვლევა ეხებოდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიციის წევრი ორგანიზაციები, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინსტროს წარმომადგენლები.

 პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე. კვლევას საფუძვლად დაედო 11 ფოკუსჯგუფის შედეგები, რომლებიც სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან ჩატარდა საქართველოს მასშტაბით.