„სკოლა და არაფორმალური განათლება“

  • fba6b002-b499-4cf3-b648-8d1ce2ffe3f7.jpg
  • a6cb1ef5-9221-42c1-9365-373b199c207d.jpg
  • a1da9a0a-0e91-4061-a7b3-86effc3c6ae8.jpg
  • 6133494c-894d-4bf2-9f7f-b14832ae5b59.jpg

2017 წლის 1 დეკემბერს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მონაწილეობას იღებდა კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ ორგანიზებით, გაიმართულ გამოფენა-კონფერენციაში „სკოლა და არაფორმალური განათლება“. კონფერენციის მიზანი გახლდათ ზოგადი განათლების სფეროში არაფორმალური განათლების შესახებ გამოცდილების გაზიარება და სკოლებთან მომუშავე არაფორმალური განათლების მიმწოდებელთა პრაქტიკის გაცნობა.

გამოფენის ნაწილში ფორუმთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სხვა ორგანიზაციებიც:
 კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC;
 PH International;
 Junior Achievement;
 მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“;
 განათლებისა და მართვის გუნდი;
 მზეკო;
 ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი;
 საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა);
 ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი;
 ასოციაცია „ათინათი“;
 საზოგადოება „ბილიკი“;
 ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლი“;
 სათემო კავშრი - ნუკრიანი;
 რაგბის ასოციაცია;
 „ლაზარე“;
 CSRDG;

კონფერენციაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები.

ასევე, კონფერენციის დასკვნით ნაწილში საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებისა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტებმა.