"პროექტული სწავლება"

  • 641a3bd5-b21c-4b38-a827-c566bb05fd8a.jpg
  • f00da550-874f-4f1d-b6e8-49ba0b38575c.jpg
  • 6de6b232-fec6-478b-b9d5-6d4a6602daa2.jpg
  • eb5b1839-8a9e-4c83-84d0-c3fe11ed9038.jpg
  • 259cd008-e455-4212-bdcf-02d1379e9acd.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა დაიწყო ტრენინგების ციკლი „პროექტული სწავლება“. პირველ ეტაპზე ჩატარდა ოთხი სამდღიანი ტრენინგი 80 პედაგოგთან. შეხვედრები პარალელურად მიმდინარეობდა ქუთაისში (2), ქობულეთსა და ბათუმში.

პედაგოგების შერჩევა კონკურსის გზით მოხდა, შემოსული 1600-მდე განაცხადიდან შეირჩა 250 სხვადასხვა საგნის პედაგოგი, რომლებსაც 29 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით ჩაუტარდებათ აღნიშნული სასწავლო კურსი.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პროგრამაში ჩართულ პედაგოგებს მიენიჭებათ 1 კრედიტქულა.

პედაგოგებისთვის აღნიშნული სერვისების მიწოდება შესაძლებელი გახდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით. შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა ფორუმი არის საგრანტო კონკურსის „სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა“ მეორე ლოტის გარაჯვებული და ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა პროექტული სწავლების ხელსეწყობისთვის“.

პროექტი  გულისხმობს აქტივობებს შემდეგი მიმართულებებით:

• სასკოლო გარემოს გაუმჯობესება  პროექტული სწავლებისთვის. მოხდება შეხვედრების ორგანიზება  სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.  

• მასწავლებელთა ცოდნის დონის ამაღლება ტრენინგის საშუალებით. ტრენინგს გაივლის  250 მასწავლებელი;

• მასწავლებლის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარება კონსულტაციების გზით;

• პრაქტიკის გაზიარების მიზნით საუკეთესო პროექტების ატვირთვა ფორუმის ვებ-გვერდზე.